სასწრაფოდ! მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა მიშას მომხრეებს… ეს ყველამ უნდა იცოდეს, “ან ახლა ან არასდროს…””

0
1256
35 Views

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 3 ივლისს მთელი სულითა და გულით რუსთაველზე იქნება, რადგან საქართველოში სწორედ ისტორიული მომენტისა და მისიის განცდით დაბრუნდა.

მისი განცხადებით, ახლა დგება სიმართლის მომენტი და რომ ქვეყანა შეიძლება უდიდესი ისტორიული ტრაგედიის მომსწრე გახდეს – დავრჩეთ ევროპისა და სახელმწიფოებრიობის გარეშე და რუსეთის უბრალო გუბერნიად ვიქცეთ.
“დღეს, ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, ამაღელვებელი დღე იყო. უმაღლესმა რადამ თავის ოფიციალურ დროშად გამოაცხადა ევროკავშირის დროშა. და როგორც ქართველისთვის, ეს იყო დეჟა-ვუ.
მინდა შევახსენო ყველას, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოში პირველად ავწიეთ და დავაკანონეთ ევროკავშირის დროშა. ჩემს ინაუგურაციაზე პირველად გაიჟღერა სიხარულის ოდამ. მას შემდეგ, ევროპისკენ სვლა არ შეგვიწყვეტია და ამას მაშინ ევროპაშიც კი, ბევრი ალმაცერად უყურებდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნამ, რომლის სათავეშიც ხოსე მანუელ ბაროსოსთან, კარლ ბილდტთან და რადეკ სიკორსკისთან ერთად მეც ვიდექი, საბოლოოდ გამოგვგლიჯა მხოლოდ სამხრეთ კავკასიური ქვეყნის სტატუსი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად გვაქცია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ, 2011 წლის ოქტომბერში, თბილისის თავისუფლების მოედანზე პირველად წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: “საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი”. ეს არ თქმულა არც უკრაინაზე და არც მოლდოვაზე. მე ღრმად მწამს, რომ უძველესი ქრისტიანული ქვეყნის ადგილი იყო ევროკავშირში. ეს გზა კი არ იყო ია-ვარდით მოფენილი.

Cesko