“შოკში ვარ ინგა” – ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

0
1011
26 Views

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ამერიკის საელჩოს ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200 ან 300 სტუმარი. შოკშვი ვარ, ასეთი რამ მე არ ვიცი. მივმართავ კელი დეგნანს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური გასწორება ჩემს მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას. როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ადამიანს. ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი.

ანრი ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი, მომიჭირა ხელზე დამიწყო გარჩევები,ჩხუბი. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა. რაღაცებს მიყვიროდა“,- აღნიშნა მან.

Cesko