ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ განიხილავს ნატოს სამხედრო შესაძლებლობების მოზიდვას შავი ზღვის გავლით უკრაინის ექსპორტისთვის დერეფნის შესაქმნელად, რადგან ეს მიუღებელ ესკალაციას გამოიწვევს.
„ნატოს სამხედრო შესაძლებლობების გამოყემება არ დაეხმარება სიტუაციის მოგვარებას. პირიქით, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს სიტუაციის ესკალაციას გამოიწვწევს“, – აღნიშნა ნატოს მაღალჩინოსანმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, პარტნიორები ცდილობენ იპოვონ სხვა გადაწყვეტილებები, როგორიცაა სარკინიგზო და საავტომობილო გზები ევროკავშირის პორტებისკენ და ეს მარშრუტი, ხარვეზების მიუხედავად, უკვე იძლევა ექსპორტისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ნაწილის ექსპორტის საშუალებას.
„მეორე ვარიანტი, რომელიც რეალურად ძალიან რთულია, შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნების მოწყობაა. მათი თანაორგანიზატორი რუსეთი იქნება, რადგან რუსეთი ამ ეტაპზე მოთამაშეა“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.