“ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: ნატოში არასდროს განხილულა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხი”

0
610
183 Views

დღეს, 26 ივნისს (2022 წ.),
ევროპის ერთ-ერთ გავლენიან გაზეთში –
ესპანურ “EL Pais”-ში,
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ:
“… ალიანსის მიერ არასდროს განხილულა საკითხი
უკრაინის ნატოს წევრობის კანდიდატად. ნატოში არასდროს განხილულა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საკითხი. ეს არ განიხილება. ეს არასდროს ყოფილა მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს არც დღეს განიხილება”
(თარგმნა: დ.გ.-მ)
p.s.
ქართული ნეო-კომკავშირი კი იდეოლოგიური სიჩლუნგის გამო ისევ “იქ” წევრიანდება, “შინ” ბრუნდება, არადა, 30 წელია ანადგურებს საკუთარ სახელმწიფოს.
ამიტომაც ვამბობ:
“იდეოლოგია ათაყვანებს, რყვნის და შლის პიროვნებას. გვრჩება იდეოლოგიური შლაკი, რომელიც ჩასარეცხია”…
საქართველოს წუმპე-ტელევიზიები კი განაგრძობენ ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრას, –
დილიდან საღამომდე საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრობენ.
ტოტალური სიცრუე და ტოტალური თვალთმაქცობა –
27 წელი კულტივირებული, – თავის ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ ამ სიცრუის ადეპტებს დამარხავს პოლიტიკურ სანაგვეზე!
ქართული სახელმწიფო კი, თუ ამის სურვილი ქართველი ხალხის რაღაც ნაწილს მაინც ექნა, – აუცილებლად განვითარდება და ძალას მოიკრებს!
p.s.
მე შემიძლია მხოლოდ მოკრძალებულად აღვნიშნო, რომ
ამ გაზეთისათვის, ევროპის ცნიბილ ჟურნალისტს სპეციალური ინტერვიუ მივეცი… ჩემი კომენტარები კი, როგორც მითხრეს, არაერთხელ დაიბეჭდაო.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში; სოციალური ქსელი

 

 

Cesko