523 Views
„ნამდვილად ვიცი, რა მქონდა მაცივარში და გამოძიება ყველაფერს იტყვის. ყველაფერი, რასაც აცხადებენ, ცილისწამებაა. როცა გამოძიება დამთავრდება, ყველაფერს პასუხს გავცემ. ალბათ, ადვოკატის მეშვეობით, ყველაფერს გავაკეთებ. ბინაში არ ვიმყოფებოდი. საუბარია ნარჩენების ამოღებაზე, (ხორცი) გაფუჭდა და, უბრალოდ, მისი გადაყრა ვერ მოვასწარი და მხოლოდ ამაზეა ლაპარაკი. რომ ამბობენ, დიდი რაოდენობაო, არ ვიცი, დიდ რაოდენობაში რა იგულისხმება. მაქსიმუმ, 5-დან 7 კილომდე იქნებოდა. ეს ნებისმიერ სახლში შეიძლება იყოს“, – ამბობს ქალი.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის მუხლით იძიებს.