38 Views
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ “უსახელო ტერიტორიას” “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი” ეწოდა.
დოკუმენტი მოსკოვის მერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
რუსეთი აცხადებს, რომ “დონბასის დამცველების ხსოვნის” რუკაზე გაცოცხლების ინიციატივა მოსკოვის საქალაქო ორგანოს დეპუტატებმა გამოთქვეს. ასევე, ირწმუნება, რომ მოსკოვის მთავრობამ მოქალაქეებისგან არაერთი მიმართვა მიიღო სახელის სხვადასხვა ვარიანტზე.