„რაო, ჩავატარეთ ხომ კომკავშირული ღონისძიება და “სახლში” ვბრუნდებით არა, ევროპაში?!“- დემურ გიორხელიძე

0
947
497 Views

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„რაო, ჩავატარეთ ხომ კომკავშირული ღონისძიება და
“სახლში” ვბრუნდებით არა, ევროპაში?!
თქვენ რომ ევროპული კლასიკური კულტურის რაიმე
გეცხოთ, – თქვე სირებო, ევროპაში კი არ უნდა წახვიდეთ, –
ევროპა და ევროპული ტიპის სახელმწიფო, ევროპული
კლასიკური ადამიანური ურთიერთობები, განათლება
და მეცნიერება აქ – საქართველოში უნდა მოაწყოთ და
ავტომატურად იქნებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, – მათ შორის, ევროპისა!
მაგრამ რაიმე პროგრესულისა და/ან რაიმე ევროპულის
(კლასიკური გაგებით, და არა ნეოტროცკისტულ/
ნეოლიბერალური იდეოლოგიის საზიზღრობის
ფარგლებში)
ტრაკი რომ გქონდეთ, სულ ცოტა, 27 წლის განმავლობაში
ერთ დიდ ნაბიჯს მაინც გადადგამდით ამ მიმართულებით
და არა ნახევრადტოტალურ, საკუთარი ხალხის
დამამცირებელ მტ…ლ სისტემას ააგებდით!
არ გაიშვა თქვენი ევროპელობა არსად!
არ გაიშვა თქვენი “დაბრუნება სახლში-ევროპაში!”
აი, ეს ისეთი მამალი ნეოკომკავშირლობაა, რომ
ხან გინდა იცინო უზომოდ და ხანაც მართლა ცრემლი
გადგება თვალებზე!
მართლა ასეთი თვალთმაქცები ხართ, თუ ევროპა/
ამერიკულ ფულს დახარბებულნი, დიდი მსახიობების
მსგავსად, მომენტალურ ტრანსფორმაციას ახერხებთ და…
“შინ ბრუნდებით, ევროპაში!”
ვაახ, თქვე სიაბანდებო, თქვენა!
საკუთარი ქვეყანა დააჩოქეთ, 2 მლნ ადამიანი ქვეყნის
გარეთ გაყარეთ, 50 ათ. ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა
უცხოელებს მიჰყიდეთ, ყველაფერი დააკნინეთ და
გააბანძეთ და… “შინ ბრუნდებით, არა! ევროპაში!”
მიდით, თქვე სიაბანდებო, მიდით!
რუქა გაქვთ?!
კომპასი?!
თუ თვალდახუჭული ანდა საქონელივის დაპროგრამებული ინსტიქტების დარად,
აგნებთ “შინ” გზას… ევროპაში?!„

Cesko