სალომე შარვაძის გულის ამაჩუყებელი განცხადება

0
593
232 Views

მსახიობი სალომე შარვაძე ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ძალიან აქტიური პერიოდია. მიიღო გამოწვევა და “სამზარეულოს ომებში” ჩაერთო, თამაშობს სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”, არის “ქალების” თანაწამყვანი და როგორც ამბობს, ათას საქმეს აკეთებს. ამჯერად გაგაცნობთ, როგორი კულინარია, რაში ეხმარება გურმანობა, როგორი კონკურენციაა სამზარეულოში, სადაც ვარსკვლავები ტრიალებენ და რას ფიქრობს ქალებზე ძალადობის თემაზე, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, მწვავე და აქტუალური არა მხოლოდ სერიალშია.

– “სამზარეულოს ომების” პროდიუსერისგან მივიღე შემოთავაზება, ჩავრთულიყავი ამ კონკურსში. ეს იყო ძალიან მოულოდნელი, მაგრამ საინტერესო წინადადება, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი.

” ძალიან მტკივნეული თემაა. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ხელის ერთი მოქნევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ არც ერთი წუთი იმ მოძალადის გვერდით აღარ გაატაროს. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს ერთხელ მოხდა და აღარ განმეორდება. არ არსებობს ადამიანი, ერთხელ თუ გააკეთა, არ გაიმეოროს, რადგან მოძალადე არის მოძალადე. სადაც ფიზიკური ძალადობაა, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ექნება ადგილი. არსებობს მოძალადე ოჯახებიც, გოგონები რომ თხოვდებიან და მერე მათ საქმეში ყველა ერევა, ვისაც არ ეზარება, ოჯახიდან დაწყებული, საგვარეულოს წევრებით დამთავრებული. ძალადობის მსხვერპლ გოგონებს უვარდებათ თვითშეფასება, დეპრესიაში ჩავარდნილნი ხელს ჩაიქნევენ ცხოვრებაზე. გოგონებს მოვუწოდებ, კარგად ისწავლონ, იყვნენ მიზანდასახულები, რომ მერე საკუთარ პრობლემებთან გამკლავება შეძლონ. შვილს დედისა და მამის სიყვარული კი უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ისეთი დროა, მგონი, საკუთარი თავის სიყვარული გაასმაგებულად უნდა ვასწავლოთ. ყოველთვის და ყველაფერში საკუთარი თავის იმედი რომ ჰქონდეს და სხვა ვინმეზე არ იყოს დამოკიდებული. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როცა ძალადობის მსხვერპლი გოგონებისთვის საიმედო საყრდენი მშობლებიც კი არ არიან. რას ჰქვია, ვერ მიიღებს?! უნდა მიიღოს, თავზე ხელიც უნდა გადაუსვას და მხარში ამოუდგეს.”

Cesko