552 Views
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ქალი ბილწი სიტყვებით ეჩხუბება უცნობ პირს, ხათუნა ჟორდანია გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ვიდეოს ყველგან აწერია, რომ ქალი, რომელიც იგინება ნინი ქარსელაძეა, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს.
როგორც ჟორდანია განმარტავს მან სცადა საზოგადოებისთვის აეხსნა რომ ვიდეოში ნინი ქარსელაძე არ არის.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ არის ნინი ქარსელაძე და ძალიან გთხოვთ გამიწიეთ ანგარიში მარტო იმიტომ, რომ არ ვიმსახურებთ არც მე და არც ჩემი შვილი ამდენი ტალახის სროლას“, – ამბობ ხათუნა ჟორდანია