60 Views
მედეა ლორთქიფანიძემ ხალხის დიდი სიყვარული ეკრანზე გამოჩენისთანავე მოიპოვა. მსახიობი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ წლების წინ გამოჩნდა და პოპულარობას დღემდე არ კარგავს.
„პრაიმ შოუს“ ეთერში მედეამ შვილებისა და მშობლების ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილმა მშობელი პანსიონატში არ უნდა გააგდოს, თუმცა საკუთარი სურვილით სიამოვნებით წავიდოდა:
“როგორ შეიძლება შვილმა დედა გააგდოს პანსიონატში, რა მიზეზიც არ უნდა იყოს… მაგრამ თუ კარგი პირობები იქნება, ძალიან ბევრს მოუნდება წასვლა.
მე წავალ მაგალითად. ჩემს შვილს ეს რომ ვუთხრა, გაგიჟდება, მაგრამ მე
მინდა. ჩემს ტოლა ხალხთან რომ ვიჯდები, ვილაპარაკებთ, ვიცეკვებთ, ერთი აზრი რომ გვექნება. ყველა წავა, სიმშვიდე იქნება სახლშიც, მე ასე მგონია,” – ამბობს მედეა ლორთქიფანიძე.