„ქალბატონი სალომეს დაანონსებული 16 რიცხვის აქცია, 20 ივნისის აქციის გახლეჩვის მცდელობა“ – გიორგი მშვენიერაძე

0
414
31 Views

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე:

„არც 16-ში, არც 20-ში, არც 22-ში და არც 24-ში, არც ცხელ ზაფხულში და არც სუსხიან ზამთარში დამეზარება აქციაზე მისვლა, სადაც ის ადამიანები დამხვდებიან, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს და იქ დგომით ამას მოითხოვენ. მაგრამ პრეზიდენტს თუ მართლა ის სურდა რის შესახებაც ისაუბრა, უბრალოდ თავად შეეძლო შემოერთებოდა 20 ივნისის აქციას, რომელიც უკვე დაანონსებულია როგორც ევროკავშირის მხარდამჭერი და სადაც ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობენ კარი ღია იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა თუ პარტიულობისა.
ამიტომ, სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, ქალბატონი სალომეს დაანონსებული 16 რიცხვის აქცია, ნებსით თუ უნებლიედ, არა საზოგადოების ევროკავშირისადმი მხარდაჭერის ნიშნით გამაერთიალებელი, არამედ 20 ივნისის აქციის გახლეჩვის მცდელობაა.“

Cesko