რუსეთში “განახლებული მაკდონალდსი” გაიხსნა, რომელსაც “Вкусно и точка” ჰქვია

0
599
35 Views

გუშინ,  მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში “ მაკდონალდსი” მაგივრად რესტორნების ახალი ქსელი “გემრიელია – და წერტილი” გაიხსნა.

მაისში მსოფლიოს უდიდესმა სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა გამოაცხადა რუსული ბაზრიდან გასვლა 32-წლიანი ოპერირებისა და ბიზნესის გაყიდვის შემდეგ. კომპანიამ თავისი გადაწყვეტილება ახსნა უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისით, ასევე, იმით, რომ ქვეყანაში ბიზნესის შენარჩუნება “აღარ არის მიზანშეწონილი და არ შეესაბამება მაკდონალდსის ღირებულებებს”.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ქსელი იყიდა ალექსანდრე გოვორმა, ბიზნესმენმა ნოვოკუზნეცკიდან, რომელიც მანამდე მართავდა რამდენიმე ათეულ წამგებიან “მაკდონალდსს” ციმბირში.

გენერალური დირექტორის ოლეგ პაროევის თქმით, მენიუში არ იქნება ზოგიერთი პროდუქტი მაკდონალდსის ჩვეულებრივი მენიუდან, როგორიცაა Big Mac ბურგერები და ნაყინი McFlurry.

ამასთან, დაწესებულებებაში არჩევანი შეიძლება შეიცვალოს რუსეთის ბაზარზე უცხოელი მომწოდებლების მუშაობის შეზღუდვისა და პროდუქტების არარსებობის გამო. პაროევის თქმით, სანამ ქსელს Coca-Cola-ს მარაგი აქვს, კომპანია მის შეცვლას არ გეგმავს.

წყარო: https://www.bbc.com/

Cesko