“ფეხშიშველი ბატებს მწყემსავდა, ერთი სათამაშოც არ ჰქონია, ნაყინს ვერ ყიდულობდა და ერთი კაცი ჩუქნიდა…” – პაატა შავაძე ივანიშვილზე

0
3083
353 Views

“კაცი რომელმაც იცის გლეხის ფასიც და შრომის ფასიც…მადლობა მშვიდობისთვის.

??️ხუთი წლისა ფეხშიშველი ბატებს მწყემსავდა, ოჯახს ეხმარებოდა. ერთი სათამაშოც არ ჰქონია. ველოსიპედი ძალიან სდომებია. დედას უთქვამს,კაკალს გავყიდი და გიყიდიო. მთელი გულით აგროვებდნენ, მაგრამ თანხა მაინც არ ეყოთ….
⬛მერვე კლასში ექსკურსიისთვის 10 მანეთი ყოფილა საჭირო. ეს რომ გაუგია, თანატოლებისგან შორს დამდგარა. დირექტორის კითხვაზე, რა მოხდაო უპასუხია – ვერ წამოვალ მასწავლებელოო. მიზეზი არ უთქვამს. იქნებ,10 მანეთი დედას როგორმე ეშოვნა კიდეც, მაგრამ ოჯახს ლუკმა ვერ მოაკლო. მისი ექსკურსიის თანხა დირექტორს ჩუმად დაუდია. წლების შემდეგ სხვისი გაწვდილი ხელი არ დავიწყებია, როგორც ამბობენ მამამისზე ნაკლები პატივი არ მიუგია. ცოცხალსაც ეპატრონა და მიცვალებულსაცო.
⬛იმასაც ამბობენ, დირექტორის შვილს მინისტრის ხელფასს უხდიდაო))). ნაყინს ვერ ყიდულობდა და ერთი კეთილი კაცი ხშირად ჩუქნიდაო. არც ეს კაცი დაავიწყდა, მასაც ცხოვრება მოუწყოო… მთელ სოფელს მოგვხედაო, არავის არაფერი გვაკლიაო…. მისი ნაყიდი სათამაშოები დიდი მანქანით სახლში რომ მიუტანეს, მძღოლი უხვად დაასაჩუქრა, შენ არც კი იცი ჩემი შვილები როგორ გააბედნიერეო. (თვითონ იცოდა!) ძმის შვილი რომ შეძენია, მატარებლით ჩასულა და ველოსიპედი ჩაუტანია….
⬛წლების შემდეგ ლეგენდები დადიოდა, ბიძინამ სამება ააშენა, ბიძინამ ოპერა გაარემონტა, ასზე მეტი ეკლესია დანგრევას გადაარჩინა, ვიღაცის სიცოცხლე იხსნა,……. მოკლედ, ერთი უჩინარი კაცი ქველმოქმედებაში დიდ თანხებს ხარჯავდა, ის კი არ ვიცოდით, მართლა არსებობდა, თუ არა.
იჯდა თავისთვის ჩრდილში და ქვეყანას გვერდში ედგა.
⬛მერე, ყველამ იცით რაც მოხდა, როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მაგრამ 2012-ში რომ არა ბიძინა ახლა რამდენის საფლავზე მექნებოდა ცრემლი დაღვრილი. ვინ იცის იქნებ, სატირლადაც ვერ მოვსულიყავი და მეც საიქიოში შეგხვედროდით?
⬛შემდეგ ყველას ყველაფერი დაავიწყდა. დელფინარიუმი ვჭამო?… “ციცინათელა” რად მინდა, ხალხს შია…”პარაგრაფი” გვიშველის ხალხს უჭირს…რა დროს თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზებია ხალხი გასაჭირშია….ხეებს გლეჯს, თავის ეზოში რგავს….ქუთაისის უნივერსიტეტი ვის რად უნდა?…ქონების 95%-ი ქართუს კი გადასცა, მაგრამ ქართუ ვისია?….
⬛აბა, აქეთ მოდექით რა, იმ მშენებლობაზე ხალხი არ მუშაობდა? დასრულებულ ობიექტებში ადამიანები არ დასაქმდნენ? ეკონომიკას არ წაადგა?! საერთაშორისო უნისვერსიტეტში ქართველი ბავშვები არ ისწავლიან?……
ბოდიში, ჯიბეში ვერ ჩაგიკუჭათ.
⬛დიახ, ფონდი “ქართუ” ივანიშვილის გახლავთ და წლებია მისი ერთადერთი შემომწირველიც თავად არის. ოღონდ ბოღმამ ის გადავიწყათ, საქველმოქმედო ფონდზე გადაცემულ ქონებას ვერც უკან მოითხოვ, ვერც საკუთარი მიზნებისთვის დახარჯავ, მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს!!!
თქვენი დახარჯული ლარიც გვანახეთ რა!!!
⬛მოვიდა, რატომ მოვიდაო? წავიდა, განა მართლა წავიდაო? რა გაუკეთებიაო, ქვეყანა გაძარცვაო….მაინც რამდენი წაიღო ამ დაქცეული ქვეყნიდან?! თქვენი მოსაწონი ვერაფერი გააკეთა.
⬛რაც არ უნდა მოხდეს პოლიტიკაში აღარ დავბრუნდებიო. მე რაც შემეძლო გავაკეთეო. თუ ხალხი კვლავ ბატონს აირჩევს, მით უმეტესს აღარ მოვალო…მართალია, თუ კიდევ ვერ მივხვდით ვინ ვინ არის, მაშ ვყოფილვართ მონსტრის ღირსი.
⬛დავრწმუნდი, პოლიტიკაში დამბრუნებელი აღარ არის. კარგასაც იზამს, რაც მან შეურაცხყოფა ითმინა, რაც მისმა ოჯახმა აიტანა, რომელი ჩვენგანი მოითმენდა?!
⬛გულზე ხელი დაიდეთ, ასეთი გაჭირვებული ცხოვრება რომ გამოგევლოთ, შემდეგ მილიარდები გეშოვნათ,2012-ში სასწორზე ოჯახისა და საკუთარ სიცოცხლეს რომელი დადებდით და მკვლელის ხახაში რომელი შევარდებოდით?! რა ძალა ედგა, რა უჭირდა? მოიბრუნებდა ქუდს და დედამიწის რომელ კუნჭულშიც გაუხარდებოდა უდარდელად იქ იცხოვრებდა, მაგრამ დარჩა, დარჩა და მკვლელი დაამარცხა! არ თქვათ, რომ უმაგისოდაც მოვახერხებით, რამდენი წელი ვეწამეთ, რამდენჯერ ვცადეთ, ძვრა ვერ ვუქენით. 2012-ში მოგებული არჩევნებიც ძლისვს დათმო, ძლივს!!!!
⬛აჰაა, წავიდა. აგერ ბატონო ბურთი და მოედანი, აწი მიხედეთ ქვეყანას დაგიშალათ?
⬛ჩემი მხრიდან დიდი მადლობა!!! მადლობა იმისთვის, რომ ქუჩაში შვილებს აღარ გვიკლავენ.. იმისთვის,რომ პატიმრის დედის სისხლის ცრემლებს აღარ ვხედავ, შვილს აღარ უწამებენ. იმისთვის,რომ პოლიციის შენობაში კიბეებზე აღარავინ გორდება და კვდება… იმისთვის,რომ ფოტოს გადაღებისთვის სამშობლოს ღალატის მუხლით აღარავის იჭერენ… საკუთარ ღალატს გმირ გენერალს არ აბრალებენ და ციხეში წამებით არ კლავენ… საკუთარ მოწყობiლ პროვოკაციაზე ტანკი ვინ დაქოქაო .”

ადვოკატი, პაატა შავაძე; სოციალური ქსელი

Cesko