“ჩვენი ორივე ძიძა დააკავეს,ქურდობის დროს თან ჰყავდათ ბავშვები და სასეირნო ეტლში მალავდნენ ტანსაცმელს..” – სალომე ღვინიაშვილი

0
676
34 Views

სალომე ღვინიაშვილს ძიძებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება აღმოაჩნდა

გადაცემა „პრაიმ-შოუში”, რომელიც ბულინგის თემას ეხებოდა, წლების წინ ისაუბრეს ძიძების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზეც და წამყვანმა და მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა საინტერესო ამბავი გაიხსენა არც ისე შორეული წარსულიდან.

„ინგლისში ცხოვრების პერიოდში გვყავდა ორი ქართველი ძიძა. მაშინ ჩემი უმცროსი შვილი ნიტა იყო სულ რაღაც ხუთი თვის. მე და ზურა გავემგზავრეთ რამდენიმე დღით სხვა ქვეყანაში დასასვენებლად. მოულოდნელად ჩვენმა მეგობარმა დაგვირეკა, რომ ჩვენი ძიძები დააკავეს ქურდობაზე. მაღაზიიდან მოუპარავთ რაღაცეები. მართლა ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ისინი სამი წელი, საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობდნენ ჩვენთან და როგორც ოჯახის წევრებს, ისე ვეპყრობოდით“, – გაიხსენა სალომემ.

მისი თქმით, ქურდობის დროს ბავშვები თან ჰყავდათ და ბავშვის სასეირნო ეტლში ჰქონდათ დამალული ტანსაცმელი, რომელიც მაღაზიიდან მოიპარეს.

„ბავშვების თანდასწრებით მოხდა მათი დაკავება. ტასო მაშინ იყო ორი წლის და ძალიან დიდი ხანი ჰქონდა შიშები მაღაზიაში შესვლის. ეშინოდა დაცვის, პოლიციის და ა.შ. ჩვენ გადავიხადეთ მერე ჯარიმა, გავათავისუფლებინეთ, ვუყიდეთ ბილეთები და გამოვუშვით საქართველოში. ალბათ, ნანობენ თავიანთ საქციელს“, – ამბობს სალომე.

Cesko