“რეზოლუციას დიდი ფულის სუნი ასდის, ლობიზმი ყოველგვარ საზღვარს გასცდა” – თამთა მეგრელიშვილი

0
851
40 Views

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის რეზოლუციასთად გაკავშირებით წერს, რომ ეს რეზოლუცია ნაცმოძრაობამ ფულით იყიდა :

“ორიოდე სიტყვით “ნაციონალური მოძრაობის” ფულით ნაყიდ რეზოლუციაზე –
მისი მიღება არ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას;
მისი მიღება არ ნიშნავს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ჰუმანიტარული მოტივით;
მისი მიღება არ ნიშნავს გვარამიას გათავისუფლებას.
წარმოდგენილი რეზოლუცია ცალსახად ეფუძნება მცდარ ფაქტებს:
მხოლოდ მიკერძოების პოლიტიკაა პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს, რომლის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მხოლოდ პროგრესი განიცადა, პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში სდებდე ბრალს.
მხოლოდ მიკერძოების პოლიტიკის დამსახურებაა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული 5 ივლისის მოვლენები სრულიად დაამახინჯო.
საფუძველი რომლითაც მედია მენეჯერის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ ხელოვნურად შექმნილია.
ევროპარლამენტის რეზოლუცია ღიმილის მომგვრელია როცა ამტკიცებს, რომ მედია და დემოკრატიის სტანდარტი 2012 წლამდე უკეთესი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. (კითხეთ ქართველ ხალხს)!
რეზოლუციის მოთხოვნა – ჰუმანიტარული თვალსაზრისით სააკაშვილი გადაყვანილ იქნეს საზღვარგარეთ – პირდაპირ უკანონობის წახალისებაა.
რეზოლუციის ავტორები აჟღერებენ მათთვის შეგნებულად არასწორად მიაწოდებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა არ უტარდება და არის არასათანადო პირობებში.
მიღებული რეზოლუციას დიდი ფულის სუნი აქვს, ლობიზმი ყოველგვარ საზღვარს გასცდა.
სამარცხვინოა მეგობრებო, ჩამოდით მაგ ტრიბუნიდან და ეს ყველაფერი კითხეთ ქართველ ხალხს!”

Cesko