,,გაიგე, სააკიანცი რომ ჩაძაღლდა ციხეში, ყველა მიშისტის დედაო” – რას წერს ნიკა ქავთარაძე

0
1562
30 Views

შოუმენი და პროდიუსერი, ნიკა ქავთარაძე ერთ შემთხვევაზე წერს, თუ როგორ სცადეს მისთვის შეურაცხყოფის მიყენება.
,,გვიან ღამით ვბრუნდებოდი სახლში. ქეთისთვის რაღაც წამლები მინდოდა და ,,გაგარინზე” იყო ღია ,,პსპ”. ჩემ წინ ერთი ადამიანი იყო, რომელსაც შეკვეთა გაკეთებული ჰქონდა დაფარმაცევტის მოსვლას ელოდებოდა. ამ დროს უკანაც მოვიდნენ ორნი. როცა ფარმაცევტმა წინას წამლები მოიტანა, უკანა მივიდა ,ფორთოჩკასთან” და ჰკითხა, ერთჯერადი ჭიქები თუ გაქვთო. დადებითი პასუხი მიიღო და დადგა ჩემს უკან.
პერიფერიული მხედველობით მხოლოდ ის დავინახე, რომ ეს ,,უკანა” ძალიან ფერმკრთალი გახლდათ. შეკვეთა გავაკეთე და ველოდები. ზუსტად ერთი მეტრის დაშორებით, უკნიდან მესმის ფერმკრთალის ხმა:
– გაიგე, სააკიანცი რომ ჩაძაღლდა?
– ვინ? – ჰკითხა მეორემ, რომელიც ჩანაფიქრს ვერ მიუხვდა.
– სააკიანცი ჩაძაღლდა ციხეში. ყველა მიშისტის დედა მოვ&@ან, ყველა მიშისტის დედას შევე@ი!
არ ელოდა, რომ შევუბრუნდებოდი, მაგრამ შევუბრუნდი და, ხო ჩემს გასაგონად ამბობ-მეთქი და ვუთხარი ის, რაზეც არც უფიქრია.
ტიპი კიდევ უფრო გაფერმკრთალდა და წავიდა ისე, ჭიქები არც გაახსენდა.
ამ ისტორიის მთავარი ტრაგედია არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ადამიანს დაუკარგა სახე, საქციელი, კულტურა, ზრდილობა. უბრალოდ , წარმოიდგინეთ – ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანს ედგეს ზურგს უკან და აგინოს პოლიტიკური არჩევანის გამო. იმის გამო, რომ პროპაგანდამ რაღაც აზრი შეუქმნა მის წინ მდგომზე.
თან განა პირში თქმის ტრ** აქვს, არა, ქვეშქვეშურად, გნიდურად – გააგონოს, რომ აგინებს. დარწმუნებული იმაში, რომ წინმდგომი ისეთი მტყუანია, პასუხის გაცემას ვერც კი გაბედავს.
ზურაბ ჭიაბერაშვილს ეწერა, რომ 10 წელია პასუხის გაცემაზე უარს ამბობს ხალხი, როცა უსამართლოდ ილანძღება მოსახლეობის დიდი ნაწილი.
10 წელია პროპაგანდა ტვინს ურეცხავს ხალხს, არწმუნებს არარსებულში და აზიზღებს მეზობელს, თანამშრომელს, ნათესავს, კლასელს, უცნობს და ნაცნობს.
ჰოდა, მგონი, დადგა დრო, რომ, როცა დაუმსახურებლად გვლანძღავენ, პასუხი გავცეთ!
პასუხის ფორმა უამრავია და არაა აუცილებელი ფიზიკური პასუხი. რადგან ნებისმიერ პასუხზე, 10-დან 9 უბრალოდ გარბის, რადგან ხვდება, რომ პროპაგანდამ მოატყუა და ,,წინმდგომი” არც ქვეშაჯვია ყოფილა, არც ლიბერასტი და არც – პიდა. დღესვე რომ შეიცვალოს ხელისუფლება, წლები დაგვჭირდება რეაბილიტაციისთვის, ერთმანეთის თვალებში ჩასახედად, ერთმანეთის პატივისცემისთვის, უბრალოდ მშვიდი თანაცხოვრებისთვის. აი, ეს ქნა იმ ბრძენმა კაცმა”, – წერს ნიკა ქავთარაძე.

Cesko