თბილისში 30 მაისს დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები გურამ და დავით კაკულიების საქმის მასალებში წერია, რომ სახლიდან, რომელშიც კაკულიები იმყოფებოდნენ 2 – ზიგზაუერსა და მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია ამ იარაღებიდან არის ნასროლი ტყვიები არაყიშვილის ქუჩაზე თუ არა. ეს ექსპერტიზამ უნდა დააადგინოს.
“მთავარი არხის” მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში არაფერი წერია, იმის შესახებ ვის ეკუთვნის და ვის სახელზეა გაფორმებული კაკულიას ზურგჩანთიდან ამოღებული ზიგზაუერის ტიპის იარაღი. წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან კი “მთავარს უყვება,რომ იარაღი გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას ეკუთვნოდა. შესაბამისად მემკვიდრეობით იარაღის მფლობელი ჟვანიების ოჯახია. კვალი ამ შემთვევაში ზურაბ ჟვნაიას შვილ, ბუსა ჟვანიამდე მიდის,რომელიც კაკულიების ახლო მეგობარია.