ტაქსის მძღოლის ნაპოვნი საბედისწერო ტელეფონი ძმები კაკულიების საქმეში – რა ახალი მტკიცებულებები გახდა ცნობილი?

0
1556
36 Views

ირკვევა, რომ ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმიდან მალევე, ძმებისთვის კონსპირაციული ბინა, გორგასლის 34 ნომერში 50 წლამდე კაცმა იქირავა. როგორც ირკვევა, ის ახლა მიმალვაშია.

მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, რომ ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე, სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის დაჭრის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ძმები თბილისის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ისინი დიღომში დავარის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, რაც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან ისინი ჯერ ტაქსში, შემდგ კი ქუჩის მიმდებარედ უკვე ჩაფხუტების გარეშე გადაადგილდებოდნენ და სათვალთვალო კამერებმა დაფიქსირეს. როგორც ჩანს, ის რომ თვალთვალის ობიექტები გახდნენ, ძმებმა კაკულიებმაც გაიგეს, ამიტომ ორთაჭალაში, კონსპირაციულ ბინაში გადასვლა და იქ მიმალვა გადაწყვიტეს.

ძმები კაკულიების სახელი ხმაურიან კრიმინალურ ისტორიებს უკავშირდება, თუმცა ჯერ გამოძიება მათ მხოლოდ მკვლელობის მცდელობას, იარაღის უკანონო შეძენა შენახვას და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. გომალურის უწყება იმასაც კი ვერ ადგენს როდის ან რა გზით აღმოჩნდნენ ძმები კაკულიები ქვეყანაში.

კაკულიების გვარმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მეორე დღესვე გაიჟღერა. საგამოძიებო უწყებამ მინიმუმ იცოდა ის, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე და კაკულიები ერთამნეთთან სავარაუდოდ პირდაპირ სატელეფონო ხაზზე იყვნენ. უფრო კონკრეტულად, ირკვევა, რომ 67 წლის ტაქსის მძღოლმა როლანდ ბელქანიამ 15 სექტემბერს, ნიკოს მკვლელობის დღეს, მერვე საავადმყოფოსთან შეამჩნია, რომ იქვე მდგომ ურნაში ორმა ახალგაზრდამ მობილური ტელეფონი ჩააგდო და გაიქცა. შავი ტელეფონი როლანდ ბელქანიამ პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათში მიიტანა.

გადაგებულ ტელეფონში პოლიციამ დათა კაკულიას ფოტოები იპოვა, ნაწილი აგვისტოშია გადაღებული, ნაწილი კი ნიკოს მკვლელობამდე 4 დღით ადრე. ტელეფონში აღმოჩნდა რუსული სატელეფონო ქსელის სიმ ბარათი და მიმოწერები. მიუხედავად ამ გარემოებებისა, საგამოძიებო უწყებამ კაკულიების დაკითხვა საჭიროდ არ ჩათვალა.

ასევე მოიპოვეს ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ჩვენებაც, საიდანაც დასტურდება, რომ ძმებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამდე ორი თვით ადრე ქვეყნაში შემოსვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელეობა ჰქონდათ.

პირველად ამას ბუსა ჟვანია ცდილობდა. ყოფილი პრემიერის შვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ძმებ კაკულიებს მასთან ნიკო კვარაცხელიას შესახებ არასდროს არაფერი უთქვამთ.

ბუსა ჟვანია გამომძიებლებს ეუბნება, რომ სომხეთის საზღვარი 2021 წლის 17 ივლისს გიორგი კავილაძესთან ერთად გადაკვეთა და ძმებ კაკულიებს ერევანში ერთ-ერთ კვების ობიექტზე შეხვდა, სადაც საქართველოში დაბრუნება გადაწყდა. ჟვანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ის და კაველაძე უპრობლემოდ შემოუშვეს, თუმცა კაკულიები არა, ამიტომ ყველა მათგანმა უკან, სომხეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ჟვანია კაკულებთან 8 დღის განმავლობაში დარჩა.

რატომ აღმოჩნდა ის პირველი ადამიანი, რომელსაც ნიკოს მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძემ დაურეკა, ამის შესახებ “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებულ ჩვენებაში ბუსა ჟვანიას საგამოძიებო უწყება კითხვას არ უსავმს.

ძმებ კაკულიებს ბუსა ჟვანიას ავტომობილით საქართველში შემოსვლის მცდელობა კიდევ ერთხელ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, აგვისტოშიც ჰქონდათ. მაშინ მათ ჩამოსაყვანად ერევანში პრემირ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობრისა და “სოლიდარობის ფონდის” მოქმედი ხელმძღვანელის, ია მაქაცარიას შვილი, ნიკო ჩხაიძე მკველობაში ბრალდებულ აკო ჭელიძესთან ერთად ჩავიდა, იქ ერთი კვირა გაატარა, თუმცა კაკულიებმა საქართველში წამოსვლა მაშინ გადაიფიქრეს.

ჩხაიძის ოჯახი წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ბიჭმა მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. ჩხაიძის ძმა დარწმუნებულია, რომ ძმები კაკულიები ნიკოსმკვლელობის დამკვეთები არიან და ისინი მისი ძმის დანაშაულებრივ სქემაში ჩართვას ცდილობდნენ.

Cesko