„ჩვენი სასამართლო კორუმპირებულია, ჩვენი არჩევნები გაყალბებულია, ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის…” – ტრამპი

0
437
38 Views

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მაიკლ სასმანი, ადვოკატი, რომელიც ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიასა და დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე და თქვა:

„ჩვენი სამართლებრივი სისტემა კორუმპირებულია, ჩვენი მოსამართლეები უაღრესად მიკერძოებულები, კომპრომეტირებული ან უბრალოდ შეშინებულები არიან. ჩვენი საზღვრები ღიაა, ჩვენი არჩევნები გაყალბებულია, ინფლაცია მძვინვარებს, საწვავისა და საკვების ფასები წარმოუდგენელია […] ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის და მაიკლ სასმანი უდანაშაულოა“

Cesko