„პუტინი მოკვდა, მაგრამ კრემლმა ის ორეულით შეცვალა“ – ბრიტანული მედია

0
645
30 Views

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბრიტანული მედიის ცნობით, უკვე გარდაცვლილია, ან უახლოეს მომავალში მოკვდება. თუ სისხლიანი დიქტატორი მართლაც მოკვდა, მაშინ კრემლმა ის ორეულით შეცვალა და მის სიკვდილს კიდევ დიდხანს დამალავს, – ამის შესახებ Daily Star-ი ბრიტანული დაზვერვის MI6-ის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, უკვე გარდაცვლილი იყოს, რადგან MI6-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ ის შეიძლებოდა ჩაენაცვლებინათ ორეულით.

გამოცემის ცნობით, ბრიტანული დაზვერვა საუბრობს დიქტატორის მძიმე ავადმყოფობაზე, რომელმაც სისხლიანი ომი გააჩაღა უკრაინაში და დამნაშავეა მშვიდობიანი უკრაინელების სიკვდილში. თუ პუტინი უკვე მკვდარია, მისი მემამულეები უბრალოდ ცდილობენ ამის დამალვას მთელი მსოფლიოსთვის, რათა უფრო დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში.

წყარომ განუცხადა Daily Star-ს, რომ პუტინის ბოლო გამოსვლები შესაძლოა, წინასწარ იყოს ჩაწერილი.

„პუტინი ძალიან ავად არის და როცა ის მოკვდება, მისი სიკვდილი საიდუმლოდ შეინახება კვირების განმავლობაში, თუ არა თვეების განმავლობაში… ასევე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ის უკვე მკვდარია“, – განაცხადა ბრიტანული დაზვერვის წყარომ.

Cesko