ვინ არის რუსეთის მიერ ძებნილი დავით მუსელიანი

0
821
38 Views

ვლადიმერ პუტინის შვილების დედის, ალინა კაბაევას ყოფილ საქმროზე, წარმოშობით ქართველ დავით მუსელიანზე რუსეთის პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. ოკუპანტი ქვეყნის საგამოძიებო უწყება, პუტინის საყვარელი ქალის ექს-საქმროს მილიონობით რუბლის მითვისებას ედავება. 262 მილიონის სკანდალზე რუსეთში დიდი დაკავებების სერია დაიწყო, რამდენიმე პირი უკვე დააკავეს, მუსელიანი კი თავისუფალია.

“ნოდარ მელაძის ძაბათის” ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქე დავით მუსელიანი საქართველოშია. არსებობს ეჭვი, რომ მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინის საგამოძიებო კომიტეტმა, რუსეთის პრეზიდენტის არაოფიციალური ცოლის ყოფილ საქმროზე გამოძიება დაიწყო მუსელიანმა რუსეთს ლარსის გავლით დატოვა და საქართველში ჩამოვიდა.

ცნობილია, რომ ვიდრე ალინა კაბაევა, რუსეთის პრეზიდენტთან რომანს გააბამდა, შალვა დავით მუსელიანის საცოლედ ითვლებოდა და ქორწილისთვისაც ემზადებოდა, ამიტომ რუსული პრესა სათურებში მიანიშნებს, რომ შესაძლოა, შვილების დედის ყოფილი საქმრო პუტინის შურისძიების მსხვერპლი გახდა.

რა ვიცით დავით მუსელიანზე? –  პოლიციელი ქუთაისიდან რუსეთში საცხოვრებლად 90-იან წლებში წავიდა. მალევე რუსეთს ძალოვან უწყებაში მაღალი თანამდებობა მიიღო, ის მოსკოვის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი შეფი გახდა. მედიის ყურადღების ცენტრში 2002-2006 წელს მოექცა, როდესაც ყველამ გაიგო, რომ მისი რჩეული, ცნობილი რუსი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა გახდა.

პირველ სკანდალში რუსული პოლიცის ქართველი კაპიტანი კაბაევამ გახვია, როდესაც ხმამაღლა თქვა, რომ საქმრომ ლურჯი მერსედესი უყიდა, მაშინ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურას აინტერესებდა, საიდან ჰქონდა ფული პოლიციის მაღალჩინოსანს ასეთი ძვირადღირებული საჩუქრისთვის.  ფრანგული გამოცემა “გალა” წერს, რომ 2007 ში კაბაევა და მუსელიანი ერთმანეთს დაშორდნენ, ქალი პუტინთან წავიდა.

2022 წლის 2 აპრილს კი უკრაინის ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის 1+1 ის ახალი ამბების სამსახურმა გამოაქვეყნა სტატია, ალინა კაბავას და დავით მუსელიანი ძველის შესახებ. წერდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარი ქალის, რეალური სიყვარული პოლიციის ექსს მაღალაჩინონი დავით მუსელიანი იყო. ერთ თვეში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თქვა, რომ მუსელინას 2018 წლის საქმეში გადაცდომები უპოვეს, საციხო საქმის გამო ბრალდებულად გამოაცხადეს.

ახლა გამოწვევის წინაშე საქართველოს მთავრობა დგას. ცნობილია, რომ მუსელიანს ქართუთლი და რუსული პასპორტი აქვს, ღარიბაშვილის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ვლადიმერ პუტინის შვილების დედის ყოფილი მეგობარ მამაკაცს პოლიტიკური დევნილის სტატუსს მისცემს თუ დააკავებს და რუსული ციხეში გაუშვებს.

Cesko