ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე – გერმანული მედია

0
545
43 Views

გერმანული გამოცემა Welt am Sonntag წერს, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე. შოლცმა ამის მიზეზად ნატო-ს მოკავშირეებთან შეთანხმება დაასახელა.

“ბოლო 9 კვირის განმავლობაში გერმანიამ მინიმუმამდე დაიყვანა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე, როგორიც არის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები და ამის მიზეზად ნატო-ს მოკავშირეებთან შეთანხმება დაასახელა. თუმცა მარტის ბოლოდან გერმანიას უკრაინისთვის თითქმის არ მიუწოდებია ხსენების ღირსი მსუბუქი შეიარაღებაც კი,” – აღნიშნავს გამოცემა.

როგორც Welt am Sonntag მის ხელთ არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, 30 მარტიდან 26 მაისის პერიოდში უკრაინას გერმანიის ხელისუფლებისგან იარაღის მხოლოდ ორი პარტია მიეწოდა. ორივე პარტია მოიცავდა მხოლოდ მცირე მოწყობილობებს.

უკრაინას მიეწოდა 3000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 1600 სპეციალიზირებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

Cesko