61 Views
შოტლანდიაში, ერთნაირსქესიანი წყვილები შეძლებენ საეკლესიო ცერემონიით დაქორწინებას, რომელსაც ეკლესიის მსახური წარმართავს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მრავალწლიანი მსჯელობის შემდეგ, შოტლანდიის ეკლესიამ საეკლესიო კანონის შეცვლას კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. სასულიერო პირები შეძლებენ, ნებაყოფლობით აირჩიონ, მიიღებენ თუ არა რიტუალში მონაწილეობას.
კენჭისყრის შედეგები იყო: 274 მომხრე, 136 წინააღმდეგი.