“ქართველი ისტორიკოსები უსაშინელეს ჭაობში არიან – არაფერი მეცნიერული, გარდა ვირეშმაკული ვითომ პატრიოტიზმისა” – დემურ გიორხელიძე

0
566
30 Views

ექსპერტი დემურ გიორხელიძე წერს, რომ ქართველი ისტორიკოსები უსაშინელეს ჭაობში არიან და ეს დანაშაულია.

“გასულ წელს, როცა საქართველოს ისტორიის შესახებ შენიშვნებს ვწერდი, არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოვთქვი.
ერთ-ერთი იყო შემდეგი:
“რატომ შემოესია თემურლენგი საქართველოს 8-ჯერ,
როცა მას სულ სხვა მიზანი ჰქონდა – ჩინეთი!
რამ განაპირობა ეს ლაშქრობები?!
რა უნდოდა და არას ეძებდა საქართველოში,
და თუ ეძებდა, რატომ გადიოდა საქართველოდან
და მერე რაღაც აიძულებდა დაბრუნებულიყო?”
პასუხი პროფესიონალმა ისტორიკსმა უნდა გასცეს და
არა მეზღაპრე-მთხრობელმა: დიდი ძალა და უაღრესად ჭკვიანი მხედართმთავარი თემურლენგი რატომ უბრუნდებოდა საქართველოს?!
სადამსჯელო ოპერაციებს ახორციელებდა?!
რა იყო მიზეზი, რა შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები იყო მის სამყაროში და რა სახით შეეხო იგი საქართველოს ან რატომ შეეხო?!
p.s.
ასეთი კითხვები უამრავია!
ნახეთ ზერელე და არასერიოზული ინფორმაცია
გიორგი VII შესახებ! ასე მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის თუ დაწერს მწერალი, თორემ სერიოზულ მეცნიერულ ენაზე ეს ტექსტები არც შეიძლება იქმნას აღქმული.
ქართველი ისტორიკოსები უსაშინელეს ჭაობში არიან –
არაფერი მეცნიერული, გარდა ვირეშმაკული ვითომ პატრიოტიზმისა და ფობიებისა!
ეს კი მეცნიერების წინაშე ჩადენილი დანაშაულია,
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს საქართველოსა და
მისი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულია!”

Cesko