აზოვსტალიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედროების შესახებ მონაცემები კონფიდენციალური დარჩება – წითელი ჯვარი

0
645
28 Views

ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განკარგულებაში მყოფი უკრაინელი სამხედროების რაოდენობისა და პირადი მონაცემების შესახებ, კონფიდენციალური დარჩება და არ გასაჯაროვდება – ამის შესახებ ორგანიზაციის სპიკერმა, მირელა ჰოდეიბმა Ukrinform-ს განუცხადა.

“ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩვენი პრიორიტეტია სამხედრო ტყვეების პატიმრობისა და მოპყრობის პირობების გადამოწმება, მათი გაუჩინარების პრევენცია და ოჯახებთან კონტაქტის შენარჩუნება“, – განაცხადა ICRC-ის წარმომადგენელმა კითხვაზე, რამდენი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაიყვანეს აზოვსტალიდან და რამდენია მათ შორის დაჭრილი.

ორგანიზაციის ცნობით, ოჯახებს, რომლებიც ეძებენ ინფორმაციას დაკარგული ნათესავების შესახებ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ICRC ცენტრალურ სამძებრო სააგენტოს ელექტრონული ფოსტით ctabureau@icrc.org, ან შესაბამის ტელეფონის ნომრებზე +41 22 730 3600 ან +380 800 300 155

ცნობისთვის, 20 მაისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ “აზოვსტალიდან” თითქმის ყველა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, აზოვსტალიდან მარიუპოლის 1700 დამცველის ევაკუაცია მოხდა, უკრაინის ხელისუფლება კი სამხედროების რაოდენობას არ ასახელებს.

Cesko