როგორ უთხრა გვარამიას ცოლმა შვილებს, მამის დაჭერის ამბავი? – „სანდრომ გადამარჩინა, მე არ ვიცოდი რა მექნა…“

0
788
45 Views

ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ შეატყობინა შვილებს მამის დაკავების ამბავი. როგორც მან აღნიშნა, თვითონ შვილებმა დაამშვიდეს.

„10 წელია ამ პროცესში ვართ და ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე სიახლის მიწოდება არ დამჭირვებია, ამიტომ ნაკლებად ვნერვიულობდი. 10 წელია ბავშვებმა იციან, რომ დღეს-ხვალ შეიძლება მამა დააკავონ. არასოდეს მე მათ არ ველაპარაკები ბავშვურ ენაზე, თავიდანვე ჩავთვალე საჭიროდ, რომ მათ უნდა იცოდნენ ყველაფერი. მე არასდროს არ ვიცი მეორე დღეს რა მელის და მინდოდა, რომ მზად ყოფილიყვნენ ამისთვის. იცოდნენ, რომ პროცესი იყო, ყოველ დილას საუზმეზე მე და ბავშვები ვუზიარებთ ერთმანეთს გეგმებს. ვუთხარი იმ დღესაც, რომ დღეს არის პროცესი, შეკითხვები არ დაუსვამთ იმათაც. რომ მოვიდნენ სახლში, დაველაპარაკე, ავუხსენი, რამდენიმე წამიანი, მაგრამ ძალიან ხანგრძლივი პაუზა იყო, რომ ვუთხარი მამა დააკავეს.

მე არ ვიცოდი როგორ დამერღვია ეს პაუზა და სანდრომ გადამარჩინა, მითხრა, რომ პრინციპში ჩვენ ამას ხომ ველოდით, შენ ხომ ამბობდი ამ რეჟიმის დროს ციხეში ჯდომა პატივია და ყველაფერი კარგად იქნებაო. აქეთ დამამშვიდა, ძალიან მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ ასეთი შვილები მარგუნა. ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან ქექე, სანდრო და გიკო“, – თქვა სოფო ლილუაშვილმა.

Cesko