ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას დაკავებას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
„ბიძინა ივანიშვილს აქვს ასეთი ცხოვრებისეული გაგება: ვინც მას ნერვებს უშლის უნდა დასაჯოს და როგორც წესი ეს დასჯა გამოიხატება იმის დაჭერაში, ვინც მას ნერვებს უშლის.
ასე მივიღეთ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ნიკა გვარამიას სახით.
ეტყობა იფიქრა, ახლა ომი რახანაა, ზაპადი ვერ მომაწვებაო. პლუს არქიქოცებს გაუგორა კოჭი, მაგათ ხომ ოღონდ ნაცი ანახე ციხეში და ასი წელი არ ენაღვლებათ რაოდენ სამართლიანია განაჩენი. თან მაგას ხომ ხალხი სწორედ ეს ბიდლო ჰგონია, კოლექტიური ადავალ-დასავალი.
არადა, ეჭვი მაქვს ცდება ბატონო ბიძინა რასჩოტებში, როგორც ზაპადის, ისე ნაროდის მიმართ
P. S. რუსული სიტყვები ცხადია წინასწარგანზრახულადაა გამოყენებული.
P. P. S. თუ სერიოზულად დამიწყებს ვინმე იმის მტკიცებას, რომ ეს პოლიტიკური პატიმრობა არაა, მინდა წინასწარ იცოდეთ, რომ ის ჩემს თვალში ან იდიოტია ან სულით ჯალათი.“
ცნობისთვის, დღეს სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.