“არ დაბრუნდება ივანიშვილი, არ დაიწყებს ომს, არ ჩააგდებს რაღაც 500 მილიონი დოლარისათვის განსაცდელში ქვეყანას” – გოცირიძე

0
663
65 Views

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიზე ფეისბუქზე წერს:

“გუშინ, “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ისეთ აბსურდულ მოსაზრებებს ავრცელებდა, რომ წესიერად ვერავინ გაიგო, თუ რისი თქმა უნდოდათ და რა მიზანი ამოძრავებდათ. შევეცდები, როგორ იტყვიან, “დაღეჭილად” ავხსნა, თუ რას ემსახურებოდა მათ მიერ აგებული მეტად სულელური იდეური კონსტრუქცია. აქვე წინასწარ ვიტყვი, რომ მიზანი ორი კურდღლის დაჭერა იყო: ერთი ფინანსური- შევეიცარიის ბანკში გაყინული ივანიშვილის ფულის “გამოხსნა” და მეორე პოლიტიკური-“ომის მოსურნეების”(ოპოზიცია, უკრაინა, ევროპა-ამერიკა) მხილება და რუსეთისათვის პირობის მიცემა-ივანიშვილი ის კაცი არაა, ფულის( 500 მილიონი დოლარის) უკან დასაბრუნებლად ომი დაიწყოსო. ვერ ეღირსება “ომის პარტია”( ფართე გაგებით), ამასო, განაცხადა ივანიშვილის გამხმოვანებელმა კობახიძემ გუშინ პარლამენტში.

სად ომი და სად შვეიცარიაში გაყინული ფულიო, გაიფიქრებთ ალბათ. ასეთი აბსურდული რამ რომ მოიფიქრო, ხალხი იმდენად ბრიყვი უნდა გეგონოს, რომ ამას დაიჯერებს, ან თავად უნდა იყო ბრიყვი.
დავიწყოთ თავიდან.
ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ ივანიშვილს ჩაგრავენ, რომ ჩაგვრის მიზანი არის პოლილიტიკური. სწორედ ეს მოსაზრება განავრცო მეორე დღეს “ქართულმა ოცნებამ”.
რაში გამოიხატება ივანიშვილისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულება? იმაში, რომ შვეიცარიული ბანკი არ აძლევს კუთვნილ ფულს. რატომ უნდა მისცეს? იმიტომ, რომ ეკუთვნის-სასამართლომ დაავალდებულა ბანკი, რომ დაუბრუნოს. წლების განმავლობაში ედავებოდა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს, რომ მისმა თაღლითმა თანამშრომელმა ასეულ მილიონობით დოლარი გაუნიავა( მოიპარა), სამართლიანად მოიგო მრავალწლიანი დავა, ამიტომ თავისი ჯარიმებიანად 500 მილიონი დოლარი უნდა დაებრუნებინა ბანკს.
ივანიშვილს უნდა ამ ავადსახსენებელ ბანკს დაეხსნას და აძლევს დავალებას, რომ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ფულის ნაწილი სხვა ბანკში გადარიცხოს. ნაცვლად იმისა, რომ ეს დავალება მომენტალურად იქნას შესრულებული, ბანკი აჯანჯლებს პროცესს. ბოლოს, ერთი თვის დაგვიანებით, ამას მაინც აკეთებს. ივანიშვილი აძლევს მეორე დავალებას დარჩენილი ფულის გადასარიცხად. გადის ერთი თვე და ბანკი ისევ ითრევს ფეხს. ეს ის დროა, როცა დასავლეთმა რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. ბანკი ეუბნება კლიენტს, რომ რაღაც ეჭვები არსებობს. რადგან ოლიგარქების ფულის გადარიცხვა აკრძალულია, ხომ არ ეხება ეს სანქცია მასაც? ეს პასუხობს, რუსეთის მოქალაქე არა ვარ, საქართველოს და საფრანგეთის პასპორტები მაქვსო. ბანკი ალბათ ეუბნება, რომ რუსი ოლიგარქობა შესაძლოა მხოლოდ პასპორტის წარმომავლობით კი არ განისაზღვრებოდეს, არამედ ფულის წარმომავლობითაცო. მოკლედ, ბანკი ყველა ხერხს ხმარობს, რომ ფულის დაბრუნება შეაფერხოს-ვინ იცის და მართლაც მოჰყვეს ეს ჩემი კლიენტი სანქციების ქვეშო.
კლიენტი ღელავს, ეჭვებში ვარდება, ხომ არ ურევია ამ ამბავში მტრების ხელიო. არც მეტი და არც ნაკლები, ამ მტრებში მოიაზრებს ამერიკას, უკრაინას და ყოვლისშემძლე ოპოზიციას:))
მტრების ამბავი გასაგებია. ახლა ომის ამბავიც ავხსნათ:))
ივანიშვილ-კობახიძის აზრით, ვიღაცებს უნდათ საქართველოს ომში ჩართვა. ამიტომ ზემოქმედებენ შევიცარიულ ბანკზე. ის უყინავს ანგარიშებს. მიხვდება რა ამას, ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, იწყებს ომს რუსეთის წინააღმდეგ, რომ დაამტკიცოს, რომ არ არის რუსი ოლიგარქი. უმტკიცებს რა დასავლეთს ერთგულებას, დასავლეთიც ავალებს შვეიცარიულ ბანკს, რომ დაუბრუნოს ფული. მაგრამ არააა, ეს ზღაპარი ამ სცენარით არ განვითარდება. არ დაბრუნდება ივანიშვილი, არ დაიწყება ომს, არ ჩააგდებს რაღაც 500 მილიონი დოლარისათვის განსაცდელში ქვეყანას. ათი ამდენი ისედაც აქვს და 500 მილიონი რა მოსატანია?:))
აი, ასეთი იყო ეს “როკ-ოპერა”:)
ვინმე ჭკუათმყოფელი დაიჯერებს ამას?
გაგრძელება მალე იქნება. ივანიშვილი თავად აპირებს ახალი განცხადების გაკეთებას.
მე კი ერთი კითხვა სერიოზულად დამებადა: შვეიცარიული ბანკი თავისთვის ჩალიჩობს, რომ ფული შეინარჩუნოს თუ მართლა აქვს მითითება “ზემოდან”, რომ “საკითხის გარკვევამდე” ივანიშვილის ფულები გაყინოს? ამაზე სწორი პასუხი მართლაც ძალიან, ძალიან განსხვავებული შედეგის მომტანი იქნება.
როგორც იტყვიან, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.”

Cesko