“ომი თუ დაიწყო, პირველს თქვენ გიხილავთ “წითელი ხიდის” გამშვებ პუნქტზე აყუდებულს, თქვენი “გუგავა მოვათი” – ლაშა ამირეჯიბი

0
556
36 Views

პუბლიცისტი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილს მიმართავს:

შალვა ბატონო! გულით გინდათ. რომ ომში ჩაითრიოთ ქვეყანა.ზუსტად იცით, რომ ბიძინას ვერაფერს დააკლებთ! ერთი გზაღა გაქვთ დარჩენილი მისი წაქცევისა, ეს გახლავთ ომის გაჩაღება საკუთარ ქვეყანაში, რასაც მუდმივად ქადაგებთ და ცდილობთ. სკდებით გულზე, იმიტომ, რომ ბიძინამ სიახლოვეს არ გაგიკარათ! კიდევ იმიტომ ხართ გულზე გახეთქილი, რომ ბიძინას თქვენზე ბევრად მეტი ფული აქვს და აუარება სიკეთე აქვს გაკეთებული სრულიად უცნობი ადამიანებისთვის ვიდრე თქვენ და თქვენს საქათმეში მობინადრეებს, ერთად აღებულს…კიდევ იმით ხართ გაღიზიანებული, რომ ბიძინას ერთი კაპეიკი ვერ წაგლიჯეთ, არა და ღამეები არ გეძინათ იმაზე ფიქრით და არც ახლა გძინავთ, იქნებ და რამე წავგლიჯოო …მაგრამ მახლაზ ჩემო შალვა…..ომი, რომ დაიწყოს, ღმერთმა არ ქნას, პირველს თქვენ გიხილავთ წითელი ხიდის გამშვებ პუნქტზე აყუდებულს (თქვენი “გუგავა მოვათი”). ამიტომ შეეცადეთ, დამშიდდეთ და ყველამ ერთად ომს ვუთხრად არა და ქვეყანა გადავარჩინოთ უბედურებას.
ეხლაც, ამ გადაცემაში ქ-ნ ეკასთან იგივეს აკეთებთ. პრაქტიკულად ომზე ქადაგებთ..მოსახლეობას ტვინს ურეცხავთ და ბოღმას ანთხევთ.

 

Cesko