31 Views
პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ბექა ლაგვილავა ავრცელებს და ამბობს, რომ გარდაცვლილს ჭრილობები უკრაინის მოქალაქემ მიაყენა.
მოკლულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში მეგობრები, ახლობლები და ნათესავები ემშვიდობებიან.
„როგორი უბედური 22-ე დაბადების დღე გითენდება ბექუშ! ვიღაც უსისხლო ნაბიჭვრის მიერ გაყრილმა დანამ შეიწირა შენი ენთუზიაზმით სავსე სიცოცხლე ძმაო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქის მიერ დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და სიცოცხლეშივე, ადამიანობით და ღირსეული ცხოვრებით დაფასებული ჩვენი პანტე.
უფალს ებარებოდე ძმაო!“ – დაწერა ჟურნალისტმა.