ხუნდაძის ახალი განცხადება: ,,ანორექსია ხშირად გამოწვეულია შიზოფრენიით… ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფი კონსილიუმი კი არა, გარე აუდიტია”

0
446
34 Views

ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში ,,ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სანამ მესამე პრეზიდენტის განცხადება გავრცელდებოდა, მანამდე ის და დავით სეერგეენკო სააკაშვილის მკურნალ ექიმებს შეხვდნენ.

-მე და სერგეენკო ვიყავით იმ მისამართზე, სადაც ექიმებისგან მივიღეთ ინფორმაცია. სამი-ოთხი საათის შემდეგ ეს განცხადებაც გაავრცელა და ვიეჭვე, ხომ არ გაიგო, რომ ჩვენ იქ ვიყავით და ხომ არ დაგვაწია მიპატიჟება-მეთქი… რაც შეეხება კლინიკაში გადაყვანას, იქ დიაგნოსტირება შესაძლებელია და დადგენა, როდის არის მისი გადაყვანა საჭირო…

სააკაშვილის ექიმი დაპატიმრების მეორე დღიდანვე იძახდა, რომ მისი მდგომარეობა იყო დამძიმებული. ამის შემდეგ ვნახეთ ძლიერად მყოფი სააკაშვილი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ზედამხედველებს.

დღეს მისი მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ ეს თვითონვე შექმნა და თვითონ სჭირდება, ის ამისთვის ჩამოვიდა, – ამბობს ხუნდაძე და ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფს კონსილიუმს კი არა, გარე აუდიტს უწოდებს.

– ეს არ არის კონსილიუმი, ეს არის გარე აუდიტი. ამ ექიმების კომპეტენციას პატივს ვცემ, მაგრამ დაზუსტებები სჭირდება მათ განცხადებებს. მათ მიმართ კითხვები აქვთ იმ ექიმებს, რომლებსაც სააკაშვილის პულსზე უდევთ ხელი. ეს კითხვები წერილობითაც იქნა გაგზავნილი და მათგან პასუხები არ ყოფილა…

რაც არ უნდა კონსილიუმები შეიქმნას, თუ თვითინ არ მიიღო გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა ექიმების რჩევები, შეიძლება გართულებისკენ წავიდეს და მას და მისი გუნდის უდიდეს ნაწილს ეს აწყობთ… ანორექსია არის ფსიქიკური გამოვლინება. მას სხვადახვა ეტაპები, გამოვლინებები აქვს. ერთ-ერთი ხშირი ფორმა ანორექსიის არის ფსიქიკური, რომელიც გამოწვეულია შიზოფრენიით, ნერვული აშლილობით, რაზეც, რა თქმა უნდა, სტრესული გარემოც მოქმედებს. სტრესულ გარემოს ხელს უწყობს მისი გარემოცვა. 7 თვის განმავლობაში მასთან 800 ვიზიტორი იყო. აქციები, მანქანების სიგნალი ემოციურ გარემოს უფრო ქმნის და სააკაშვილის ქმედებას ახალისებს, – ამბობს ხუნდაძე.

Cesko