ანა მარგველაშვილის ქმარი სოსო ყიფშიძე – “ვარ უდანაშაულო”

0
567
24 Views

გიორგი მარგველაშვილის სიძემ, სოსო ყიფშიძემ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მას ცნობილი პირები დაესხნენ. ამის შესახებ მე-4 პრეზიდენტის სიძემ სასამართლო პროცესზე ცოტა ხნის წინ განაცხადა.

– ვარ უდანაშაულო, თავს დამნაშავედ არ ვცნობ, – განაცხადა პროცესზე სოსო ყიფშიძემ.
საქალაქო სასამართლოში პროცესზე ხმაური იყო. ბრალდებულის ადვოკატებმა მტკიცებულებები წარადგინეს, რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებულად ცნობილი პირები თავს თავად დაესხნენ ანა მარგველაშვილის ქმარს 11 თვის ბავშვის თანდასწრებით.

ადვოკატებმა სოსო ყიფშიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუმდგომლობით მიმართეს მოსამართლის. პრეზიდენტის სიძის უფლებადამცველი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თავად სოსო ყიფშიძეს დაზიანებები ჰქონდა თავის არეში და მოტეხილი ჰქონდა ხელიც.

საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მარჯანიშვილის გამზირზე მომხდარ შემთხვევას. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განმარტავს, რომ ანა მარგველაშვილს უთანხმოება მოუვიდა პარკინგთან დაკავშირებით მეზობლებთან, რომლებიც დაზარალებულად არიან ცნობილი.

ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული პირები ანა მარგველაშვილის და სოსო ყიფშიძის ბინაში ხელკეტებით შეიჭრნენ.

Cesko