209 Views
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუს სამხედროებს აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
“რუსმა ნაძირლებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის მოღალატე იპოვეს. ელექტრიკოსი, რომელმაც მათ მიწისქვეშა გვირაბები აჩვენა. მოღალატეებისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, გუშინ რუსებმა ამ გვირაბზე შტურმი დაიწყეს”,- განაცხადა გერაშჩენკომ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსი სამხედროები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.