ოჯახის წევრები კიდევ კარგი, რომ ვერ შედიან და ამას ვერ ხედავენ. მას ახალი სიმპტომები აქვს, მე მიწევს ამის გახმოვანება, რადგან ექიმებს შიგნით არ უშვებენ, ეს ახალი სიმპტომებია თერმორეგულაციის მორღვევა, ცივი წყლის დალევისას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ეწყება ოფლდენა. შესაბამისად, ახალი პრობლემა დაემატა, თავისთავად ცხადია, სიმპტომია თერმორეგულაციის დარღვევა, ამასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალი რას იტყვის, არ ვიცი, მოვისმენთ ალბათ, კომენტარს. პლიუს ამას, პიკური მდგომარეობა აქვს წნევების, იცით რომ დავარდნილი იყო, ახლა ისევ პიკურ მდგომარეობაშია, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, უბრალოდ სიმპტომებს ვყვები. რაც ძალიან ნიშანდობლივია, მუდმივი სიცხე აქვს, 37-დან 37,5-მდე, რაც, ჩემი აზრით, ცხადყოფს იმას, რომ რაღაც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ორგანიზმში, არ ვიცით რა, ამას ისე ვამბობ, როგორც სიმპტომს, ექიმებისთვის განსახილველად
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განცხადა.
გვარამია სააკაშვილზე: ცივი წყლის დალევისას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ეწყება ოფლდენა
44 Views