კახა კალაძე: ისეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, სამარცხვინოები არიან

0
684
46 Views

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

„ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ისეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინოები. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს მმართველ გუნდზე გავლენები აქვს.

Cesko