”კეთილი ინებოს, მიიღოს ცილა, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და დამთავრდება ამით ყველაფერი” – კობახიძე

0
727
54 Views

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე განაცხადა :

“მარტივად გვაქვს საქმე – კაცს შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ამით ყველაფერი. ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. არ აქვს ეს გამოცხადებული, შესაბამისად, არ უნდა გამოვრიცხოთ. არ ვიცი, რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი, ამ დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს, ამ დეტალებში შესვლა ნამდვილად არ შემიძლია. ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. პოლიტიკური განცხადება აქ ვერ გაკეთდება. მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ რაღაც განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. ეს ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივი წინასწარ განზრახული გეგმა, შეიძლება ზუსტად იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ მერე ეს დიაგნოზი დაგისვან. ასეთ რაღაცებში ჩვენ ვერ შევალთ, კაცს ეკუთვნის სასჯელის მოხდა, უნდა მოიხადოს ეს სასჯელი ბოლომდე.”

კობახიძემ ასევე დასძინა, – რაც შეეხება ჯანდაცვის კუთხით პასუხისმგებლობას, ამას შეასრულებს ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, პოზიცია არის ნათელი – გათავისუფლებაზე, გადაყვანაზე ვერ იქნება საუბარი, მაგრამ რაც შეეხება პატიმრის მიმართ ზრუნვას, ეს იქნება უზრუნველყოფილი.

Cesko