ერევანში სამართალდამცავებმა 200-მდე მომიტინგე დააკავეს

0
419
27 Views

ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე 200-მდე მომიტინგე დააკავეს, – ინფორმაციას РИА Новости სომხეთის პოლიციაზე დაყრდნობი ავრცელებს.

„189 ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს”, – განაცხადა წყარომ სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.

Cesko