ნებისმიერ კომპანიასა თუ სახელმწიფოზე, რომელიც რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარება, სანქციები უნდა დაწესდეს – ზელენსკი

0
825
52 Views

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც, ომის შესაჩერებლად, სანქციების გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უახლოეს მომავალში, ჩვენ ველით რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების ამოქმედებას ნავთობის საკითხზე. რუსული ნავთობის იმპორტის წინააღმდეგ მიმართული სანქციების სამართლიანი ნაწილი რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობის დაბლოკვას უნდა გულისხმობდეს. თუ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო ეხმარება რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში, მას ასევე უნდა დაემუქროს სანქციები. რუსული სამხედრო ტერორისტული მანქანის ნებისმიერი სპონსორობა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა

Cesko