68 Views
კრემლმა 9 მაისს მოსკოვში გამართულ ეგრეთ წოდებულ „გამარჯვების აღლუმზე“ უცხოელი ლიდერები არ მიიწვია.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლაც არ იგეგმება.
„გამარჯვების დღეს ჩვენ არ მოვიწვიეთ არცერთი უცხოელი ლიდერი. ფაქტია, რომ ეს არ არის წლისთავი. ეს ჩვენი დღესასწაულია, ეს არის წმინდა დღესასწაული მთელი რუსეთისთვის, ყველა რუსისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ „გამარჯვების აღლუმში“ მონაწილეობას 11 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 131 ერთეული სპეცტექნიკა და 77 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს.