“იმასაც ვერ ითვისებდა გველეშაპი და მტკვარში ღვრიდა ბორჯომის წყალს და ღვრის დღემდე!”

0
740
238 Views

ბიძაჩემი იყო ბორჯომის მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტი, რომელშიც 11 საწარმო იყო გაერთიანებული, მათ შორის, ჩემი ოჯახისაც.
შევარდნაძის დროიდან მოყოლებული რა არ გადაიტანა ჩემმა ოჯახმა, რომ დაეცვა ეგ ბიზნესი და მასში მომუშავე ადამიანები – ადგილობრივი მოსახლეობა.

ეს იცით რამდენი ოჯახი იყო და ბორჯომისთვის რამხელა მასშტაბია, რამხელა წყაროა ოჯახების გამოკვების?
ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 10 000 კაცია, 11 საწარმოში, ძირითადი ქარხნის გარდა, დასაქმებული, ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი, უწყვეტი, მდგრადი შემოსავლით იცით რას ნიშნავს ციცქნა ბორჯომისთვის???
წაართვეს ბორჯომს და ბორჯომელებს კუთვნილი სიმდიდრე, გააჩერეს ყველა საწარმო, გააკოტრეს მფლობელები, ბიძაჩემი საერთოდ დაიჭირა მიშამ და ვისზე აღარ გადაყიდეს!
საბოლოოდ, რუსებს მიჰყიდეს და დღეს გაჩერდა, სანქციების გამო!
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან ამ მზაკვრობისა და ღალატის თანაავტორებიც და შემსრულებლებიც!!!
შევარდნაძეც, სააკაშვილიც და ბოლოს ივანიშვილი არიან ერის მოღალატეები!!!
სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც ერთ-ერთ სლოგანად “ბორჯომი ბორჯომელებს” ჰქონდათ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მაგათ ფონზე ედიკა ანგელოზი იყო, მისი რეჟიმის დროს ხანდახან მაინც ვიგებდით ხოლმე სასამართლო პროცესებს და ავად თუ კარგად, ყოველდღიური ბრძოლების ფონზე, რაღაცას მაინც ვმუშაობდით…
ჯერ მარტო გარემოს დაცვის სამინისტოს ჩინოვნიკებს ის ეყოფა 20 წლიანი ციხისთვის, ბორჯომის წყლის ასათვისებელი დებეტის ნორმა ასჯერ რომ აქცთ შემცირებული, იმასაც ვერ ითვისებდა გველეშაპი და მტკვარში ღვრიდა ბორჯომის წყალს და ღვრის დღემდე!
აუთვისებელი დებეტი რას ნიშნავს, იცით? წყლის დაკარგვას სამუდამოდ!!!
ეს ნიშნავს, რომ კომუნისტებს დროს მოწყობილი, მიწიდან წყლის ამოსაქაჩი არეების ათვისებას ვერ ახერხებდნენ და დალუქეს!
უბრალოდ დალუქეს და წყალი იძულებულია უკან გაბრუნდეს, სხვა გზა იპოვოს რომ იდინოს უწყვეტად, ანუ მიწის ქვეშ გაბრუნდება და დაიკარგება, აღარ იქნება ხილული და მის მოძებნას და შესაბამისი არეების მოწყობას მხოლოდ “მონდომება და მოწყობა” აღარ უშველის, დიდი შანსია ვეღარც კი “მოათვინიერო” და სამუდამოდ დაკარგო!
გაიარეთ აბა ბორჯომში, რამდენგანღაა დარჩენილი წყლის ონკანი ხალხისთვის – სულ ორგან, რაც მე ვიცი.
ამისთვის წაგვართვით, ამისთვის გაგვიმწარეთ ცხოვრება იმ ხალხს, ვინც ბორჯომის წყლის წარმოებით ქვეყანას ადგებოდა?!
მოღალატეებო, სამუდამო ციხე სამოთხეა თქვენთვის!
პ.ს. ნაცქოც ლიბერასტებს უხარიათ, ბორჯომის კომპანიას დაერხა, ეგრე უნდათ რუსებსო..
რა დონის ავადმყოფები არიან, ღმერთო ჩემო!

მაია დვალიძე; სოციალური ქსელი

Cesko