საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე – ალექსეი არესტოვიჩი

0
754
49 Views

უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში.

„უკრაინა დასავლეთის ნაწილად აღიარეს, ის აღიარეს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილად, რომელიც დიქტატურებს ებრძვის. ამის ერთ-ერთი დასტური ისაა, რომ ვოლოდმირ ზელენსკი დიდი ოცეულის შეხვედრაზე მიიწვიეს. ისინი ჩვენ გვაჩვენებენ, რომ უკრაინა არის აღიარებული ქვეყნად, რომელიც რკინის ფარდის გამოღმაა და შეწყდა დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა უკრაინა ღირსეული სახელმწიფო, არის თუ არა განვითარებული საზოგადოება, ხომ არ არის ეს ნაწილობრივი დემოკრატია. ეს დისკუსიები დასრულდა. ჩვენ გვითხრეს, რომ დასავლეთი თქვენთვის იბრძვის. ისინი ასევე მზად არიან, დაიცვან მოლდოვაც და დაიცავდნენ საქართველოსაც, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს. მე ვიცი, რომ ამას მოჰყვება კომენტარები. ვიცი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა, მინისტრებიც გამოვიდნენ. მოდით, ყურცქვიტებო, გეტყვით შემდეგ რამეს – საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ქართველი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო უკრაინის მისამართით. უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში, მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის განცხადებებით. თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი სახელმწიფო. მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე. ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

Cesko