უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკი ბიძინა ივანიშვილის შესახებ საერთაშორისო გამჭირვალობის კვლევას გამოეხმაურა და წერს, რომ “დეოლიგარქიზაცია” ყველა პრორუს ოლიგარქს ელის.
“საერთაშორისო გამჭვირვალობამ აჩვენა, რატომ ამბობს უარს საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სანქციების დაწესების განხილვაზე. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. “დეოლიგარქიზაცია” ყველა პრორუს ოლიგარქს ელის”, — წერს ის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა. დღეის მდგომარეობით კი, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, იმავე სქემით, სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში — შპს აკვა-სფეისი. ეს მაშინ, როდესაც ივანიშვილი 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლისას ამტკიცებდა, რომ რუსეთში კუთვნილ ბიზნესს გაასხვისებდა, რათა ქართულ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ზედმეტი კითხვები.