ჯო ბაიდენი – რუსეთს არ მივცემთ უფლებას დაშინებით და შანტაჟით აიცილოს სანქციები

0
492
51 Views

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეტენზიების მიუხედავად, რომ ის არის ენერგიის სანდო წყარო მსოფლიოსთვის, ,,მათი ქმედებები პოლონეთისა და ბულგარეთის მიმართ სხვას აჩვენებს”.

აღნიშნულის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბაიდენის თქმით, აღნიშნული აჩვენებს იმას, რომ რუსეთი ენერგორესურსებს ,,არა მხოლოდ როგორც საქონელს, არამედ როგორც იარაღს” იყენებს.

,,ჩვენ რუსეთს არ მივცემთ უფლებას დაშინებით და შანტაჟით აიცილოს სანქციები”, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, პოლონეთისა და ბულგარეთის საკითზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნების დახმარების მიზნით, აშშ მოკავშირეებთან იმუშავებს.

,,ჩვენ იაპონელ მოკავშირეებთან ვიმუშავეთ და შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაყიდვა ამ ქვეყნებიდან პოლონეთსა და ბულგარეთში გადავიტანოთ. სულ ეს არის, რისი თქმაც ახლა შემიძლია”, – აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია „გაზპრომმა“ 27 აპრილიდან, ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

Cesko