აშშ-ს ინიციატივას რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარების შესახებ რუსეთში „იდიოტური“ უწოდეს

0
464
805 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აშშ-ს ინიციატივას რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარების შესახებ „იდიოტური ზომა“ უწოდა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა „უპასუხოდ არ დარჩება“.

„ყველა ზომა, რასაც ისინი მიიღებენ, თუნდაც ასეთი იდიოტური ხასიათის, განვითარდება და გაგრძელდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერს ვტოვებთ უპასუხოდ და მათ ეს უნდა გაიგონ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ ეთერში.

მისი სიტყვით, რაც უფრო მეტად აყალიბებს ამ თემას შეერთებული შტატები საერთაშორისო საზოგადოების გონებაში, მით უფრო მეტად ემახსოვრება მსოფლიოს მისი დანაშაულებიც.

„რაც უფრო მეტად აყალიბებს ამ თემას შეერთებული შტატები საერთაშორისო საზოგადოების გონებაში, მით უფრო მეტად ახსოვს საერთაშორისო საზოგადოებას მისი დანაშაულებიც“, – დასძინა მარია ზახაროვამ და გაიხსენა ავღანეთისთვის ვაშინგტონის მიერ იარაღის მიწოდების ფაქტები.

მან აგრეთვე განმარტა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ამერიკული იარაღი ტერორისტულ ორგანიზაციებს ხელში ჩაუვარდათ, ამიტომ რუსეთის ფედერაციის მიერ ტერორიზმის დაფინანსების შესახებ აშშ-ს თვალსაზრისი, შესაძლოა ქვეყანას დიდ ფასად დაუჯდეს.

Cesko