29 Views
თეთრმა სახლმა დაგმო რუსეთის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა. ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ეს არის პროგნოზირებული ნაბიჯი. ეს არის ენერგიის მიწოდების საკითხის იარაღად გადაქცევა“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ჯენ ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თვეების განმავლობაში, აშშ მთელ მსოფლიოში პარტნიორებთან ერთად მუშაობს ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიცირების კუთხით.