152 სმ ვარ სიმაღლეში, არმიაში 154-მდე “იბრაკება”, თუმცა…- ქართველი ჯარისკაცის ისტორია

0
460
61 Views

“152 სმ ვარ სიმაღლეში, არმიაში 154-მდე “იბრაკება”
გარდა ამისა, ქვრივმა დედამ ოთხი ობოლი გაგვზარდა და ერთადერთი ვაჟი ვარ ოჯახში. ასე რომ არანაირად ჯარში წაყვანა არ მეკუთვნოდა.
თუმცა 18 წლის შესრულებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე უკვე არმიაში ვირიცხებოდი.

"152 სმ ვარ სიმაღლეში, არმიაში 154-მდე “იბრაკება, თუმცა..." - ქართველი ჯარისკაცის ისტორიათვრამეტი წლისა ვიყავი მაშინ,
როცა პირველად ჩავიცვი ფორმა,
განვლო დღეებმა, წვიმაში, ქარში,
განა ერთმა და განა ორმა?!
მას მერე არაერთი წელი ვიცავდი ერის ღირსებას, ქვეყნის შიგნით (2008) თუ ქვეყნის გარეთ (ISAF).
…ერთხელ, სულ ეხლახანს, ერთ ექიმთან ვიზიტზე, მაისური მეცვა სადაც ჩემი ლექსი მეწერა:
მე საქართველოს სადღეგრძელო მინდა დავლიო,
სადარაჯოზე შაშხანითაც ვიდგე მარადის,
იმ ზეციური საქართველოს რიგებს ვავსებდე,
ვინაც უკვდავჰყო, ქართველობა, ომში მარაბდის.
შემომხედა და მწარე სინანულმა გადაჰკრა სახეზე.
მეო აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარო. მიტოვებული სახელმწიფოსგან. მრავალი ჭრილობით. პროფესიით ექიმი და სამსახურსაც არ აძლევენ, ვეტერანის სამათხოვრო დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
მერე მეც გამახსენდა, რომ ვეტერანის სტატუსს არ მაძლევენ, რადგან 6 აგვისტოს ოპერაცია გავიკეთე, ხოლო ომი 7 აგვისტოს დაიწყო. მე კი როცა 7 აგვისტოს დილას ჰოსპიტალიდან გამოვედი და მივედი ბატალიონში (გორში) ნაოპერაციები, ბატალიონი ორიოდე საათის გასული იყო. ანუ 7 აგვისტოდანვე ბატალიონში ვიდექი შეიარაღებული, მიუხედავად ნაოპერაციებისა, მაგრამ მიწერილი ვარ ჰოსპიტალზე და არა საბრძოლო მისიაზე.”

ქართველი ჯარისკაცი, ავთანდილ კემულარია; სოციალური ქსელი

Cesko