“სირცხვილია”: მივმართავთ ევროკავშირსა და აშშ-ს, დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს

0
442
31 Views

მოძრაობა “სირცხვილია”  ევროკავშირსა და ამერიკას მიმართავს და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს.

“სირცხვილიას” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ახალი აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, კრემლის ინტერესების გამტარია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს, სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.

ჩანაწერი, რომელიც 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, მაშინ არის გაკეთებული, როდესაც რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ ქალებსა და ბავშვებს, წვავდნენ მათ სახლებსა და ბომბავდნენ საავადმყოფოებს.
ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ძირი გამოუთხარა ქართულ დემოკრატიას და 9 წლის განმავლობაში ქვეყანა რუსულ საგარეო ვექტორზე დააბრუნა.

მივმართავთ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, დაუწესდეს სანქციები რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველო სანქცირებული რუსული კაპიტალის შავ ხვრელად აქცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს 25 მარტს Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს.

Cesko