44 Views
ბირთვული ომის რისკები ახლა საკმაოდ არსებითია, არ შეიძლება, ეს საფრთხე სათანადოდ არ შეფასდეს, თუმცა უამრავი მსურველია, ვინც მზად არის, ხელოვნურად გააზვიადოს ეს საფრთხე, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
„როდესაც რისკები საკმაოდ არსებითია, არ გვსურს, რომ ვინმემ ეს რისკები ხელოვნურად გააზვიადოს. ამის უამრავი მსურველია. საფრთხე სერიოზულია, რეალურია. არ შეიძლება, ის სათანადოდ არ შეფასდეს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.