“ვირო მადლიო… აი იმის ხალხური შეფასება, რასაც უკრაინის ხელისუფლება და კლოუნი პრეზიდენტი აკეთებენ საქართველოს მიმართ” – დავით მხეიძე

April 25, 22:13
0
1213

შნირის შნირი რა შნირია? უკანალებში უკრაინის დროშები გაიკეთეთ, ეგება მაშინ მაინც დაგიჯერონ, რომ კიევთან სოლიდარულები ხართ და არა პუტინის აგენტები…
ვირო მადლი მოგი…ანო! აი იმის ხალხური შეფასება, რასაც უკრაინის ხელისუფლება და პირადად კლოუნი პრეზიდენტი ვლადიმერ ზელინსკი აკეთებს საქართველოს მიმართ. აზერბაიჯანი რომ სამხედრო ძალით ვერ დაგვეხმარება, რადგან ყარაბაღის პრობლემა აქვსო, განაცხადა კლოუნმა. საქართველოსი კი ეტყობა არ ესმის თუ რატომ არ ომობს საქართველო უკრაინასთან ერთად და ამიტომ საკუთარი ელჩი გაიწვია თბილისიდან. დიახ, ვირო მადლი, რადგან 191 ქვეყანაში საქართველო პირველ ადგილზეა 400 ტონა სურსათის გაგზავნით, მეორეზე რუმინეთი ყოფილა 80 ტონით და მესამე ადგილზე სულ რაღაც 40 ტონით ბელგია. “სულ რაღაც” იმიტომ რომ ბელგია ევროკავშირში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა.
საქართველოს ხელისუფლება კი ყელყელაობს პირველი ადგილით იმ დროს, როდესაც ქართველთა უმრავლესობა შიმშილის ზღვარზე სულდგმულობს, ქუჩებში სიცხვილისაგან თავდახრილ, მათხოვართა და ნაგვის ბუნკერებში მქექავ მოქალაქეთა რაოდენობას ვერ დაითვლი და ასეთი ჰუმანიტარული კატასტრობის ჟამს 400 ტონა სურსათს უმადურ, ბანდერელ-ფაშისტ უკრაინელებს უგზავნი?
რა ჰქვია ყოველივე ამას ვეკითხები რიგით ქართველებს!..
რაც შეეხება ხელისუფლებას, რომელიც 400 ტონისა არ იყოს, ალბათ ერთ-ერთი პირველთაგანია რუსოფობიაში, რომელსაც პარადქსია, მაგრამ ოპოზიცა პირიქით, პრორუსულობას აბრალებს,ახლა მათ ვეკითხები _ ქუჩაში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ ზოგიერთი “შიგნაკრავი” მძღოლების კერძო ავტომობილები, მეტროპოლიტენი და ა.შ. საზოგადოების მასობრივი თავშეყრის ადგილები რომ აგიჭრელებიათ “მოძმე” უკრაინელების მხარდამჭერი პლაკატებითა თუ წარწერებით ეს რას ნიშნავს? ბატონო ღარიბაშვილო! ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი? მიტომაც ვიხმარე ზემოთ “ბრჭყალები”, რომ წარსულში არავითარი განსაკუთრებული ძმობა და მეგობრობა ჩვენს შორის არასოდეს ყოფილა.
თუ მაინც და მაინც ისტორიაში გვინდა ვეძებოთ ჩვენი “მოძმეობის” მაგალითები, ისე შორს არ დაგვჭირდება წასვლა, როგორადაც თანამედროვე “ისტორიკოს” პროპაგანდისტები მიდიან _ დიდი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი. რომლის საფლავსაც, ისე “მოუარეს ჩვენმა “მოძმეებმა”, რომ დღეს დაკარგულია და მეორე მართლაც ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე, საქართველოსა და ქართველ ხალხზე შეყვარებული უკრაინელი პოეტი ქალი ლესია უკრაინკა, რომელიც საქართველოს თავის მეორე სამშობლოდ თვლიდა, რამოდენიმე წელიწადი აქვე ცხოვრობდა და ჭლექით დაავადებული აქვე, სურამში აღესრულა!
აი, სულ ეს არის ჩვენი ისტორიული “მოძმეობა”…
რაც შეეხება დღევანდელობას, აქ გაცილებით “უკეთესად” გვქვს საქმე _ დავით აღმაშენებელის ბედაურს ” ისეთი “მათრახი ვუჭირეთ”, რომ ტკივილისგან (ალბათ გულის უფრო, ვიდრე მათრახის ნაკრავის მიყენებული) გამწარებულმა ერთი ნახტომით დიღმის ტრასაზე “გაიშნიკივით” შუაში “გაიჩითა. ხოლო “მის მაგივრად” შუაგული თბილისის შუაგულში, ვერის უბანში უკრაინელი მწერალი ტარას შევჩენკო მხართეზოზეა წამოწოლილი. რაც პრეზიდენტ ყოფილი სააკაშვილის ხუშტურების შედეია. სააკაშვილის, რომელიც სიაფანდი ავადმყოფობის ფონზე “გლდანის თეატრში” ერთი მსახიობის სპექტაკლში გიჟობანას თამაშობს!..
ტრაგიკომედიას, რომელსაც “ეს, რა დედიჩემის ვჭამე (თუ აჭამეს) თბილისში რომ ჩამოვედი”, ჰქვია…
და ბოლოს, საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში ვერა და ვერ გამოდის თავის მართლების პოზიდან და უკრაინას, როგორც “შნირს,” ისე ელაპარაკება. რას ჰგავს ეს “პატივცემულო” ქოცნაცებო?
რაიმე ვალი გაქვთ კლოუნის თუ ისეთი კომპრომატები აქვთ თქვენზე რომ, ბედავენ და როგორც შნირებს ისე ლაპარაკს გიბედავენ, რაც პირველ რიგში ჩვენი, საქართველოს შეურაცხყოფაა…
თუ მასეა მაშინ ამ პოსტს კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი ფრაზით _ “კაცის კაცი, რა კაცია”-თის პერიფრაზით დავამთავრებ: ვაშინგტონის შნირი კიევია, კიევის შნირი თბილისია. ჰოდა, შნირის, შნირი, რა შნირია…
ჰოდა, ქოცნაცებო და მათო თანამოაზრეებო! ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ყველამ ერთად და ცალკ-ცალკე უკანალებში უკრაინის დროშა გაიკეთოთ. ეგება მაშინ დგიჯერონ, რომ უკრაინასთან სოლიდარული შნირები ხართ და არა პუტინის რუსეთის აგენტები!..
ერთიცა და მეორეც სააკაშვილის ხუშტურების შედეია

დავით მხეიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

Cesko