დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაინიდან, “პალიტრანიუსთან” ამბობს:
“არ მეგონა ასეთი ბანძი ჯარი თუ ჰყავდა რუსეთს… ნაღდად… ასეთი ოროსნები ნებისმიერ დონეზე… ისეთი ოროსნები არიან, ისეთი უცოდინრები არიან… მე მოყვარული სამხედრო ვარ, მაგრამ ჩვენთან ერთად იყვნენ, როგორც ქართელები, ისე უცხოელები, პოლკოვნიკები, მაიორები, კაპიტნები – ერთად რომ ვისხედით ვაანალიზებდით. ვერ ვიტყვი რაღაცეებს, მაგრამ ისეთ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ თავდაცვაში გნებავთ, შეტევაში გნებავთ, რომ პატარა ბავშვი არ დაუშვებს ასეთ შეცდომებს. ბავშვებს რომ სამხედრო დავალება მისცე, ის არ დაუშვებს ასეთ შეცდომებს, როგორსაც რუსეთი უშვებდა, მაგრამ ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ რუსეთი არის გახრწნილი კორუფციისგან, განსაკუთრებით გახრწნილი იყო არმია და ეს იყო რაღაცა გადაღებილი მუყაო ჯარი.. კაი, ჩვენ მოგვერია 2008-ში, ჩვენ რამდენი ჯარისკაციც გვყავს, იმდენი ტანკი ჰყავს რუსეთს, როგორღაც მოგვერეოდა… მიმაჩნია, რომ უფრო მეტი წინააღმდეგობის უნარი გვქონდა… მოერია 2014 წელში უკრაინასაც, იმიტომ რომ მანამდე ჯარი არ ჰყავდა… უკრაინის ჯარი არის 8 წლის შექმნილი, პოროშენკომ დაიწყო 2015 წელს არმიის შექმნა და ზელენსკიმ გააგრძელა, 8 წლის შექმნილია უკრაინის არმია და ამ არმიამ კუდით ქვა ასროლინა რუსეთს.”